in

კობიაშვილი ისევ მარტოა: გამიხარდებოდა, პრეზიდენტობისთვის სხვებსაც ებრძოლათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა.

2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა.

ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ყრილობასთან დაკავშირებით, დღეს, ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

„დღევანდელ აღმასკომზე საარჩევნო ყრილობაზე იყო საუბარი. ყრილობა 4 თებერვალს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას 31 სუბიექტი ჰყავს და, შესაბამისად, არჩევნებში 31 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ჩემთვის პატივია, რომ 29 დელეგატმა წარმადგინა, მადლობა მინდა, თითოეულ მათგანს გადავუხადო ამ ნდობისთვის, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ვისურვებდი, რომ სხვა კანდიდატებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. ასე იყო 4 წლის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც. ხელისუფლების კანდიდატი ვარ? არ ვიცი, ვისი ფავორიტი ვარ, მაგრამ ვიმეორებ – გამიხარდებოდა, პრეზიდენტობისთვის სხვა კანდიდატებსაც ებრძოლათ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება: იქნება ოთხთა მინიტურნირი

მესის მაისურში ჩინელმა აუქციონზე 43 ათასზე მეტი გადაიხადა