საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სლოვენიაში საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის ინიციატივით, სლოვენიაში აგვისტოში მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართა.
საქველმოქმედო თამაშში ასევე მონაწილეობდნენ ჯანლუიჯი ბუფონი, დევიდ ჯეიმსი, პაოლო მალდინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ერიკ აბიდალი, ხავიერ ძანეტი, ნემანია ვიდიჩი, ზვონიმირ ბობანი, კლარენს ზედორფი, რობერტ პირესი, ლუიშ ფიგუ, მიროსლავ კლოზე, დიმიტარ ბერბატოვი, ანდრეი შევჩენკო და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები. გუნდების მწვრთნელები კი, ფაბიო კაპელო და მატიაჟ კეკი იყვნენ.
ბილეთების გაყიდვით შეგროვებული სახსრების გარდა, წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა დონაციის სახით, თამაშის მიმდინარეობისას შეგორვდა.
GIPHY App Key not set. Please check settings