in

კობიაშვილი ამხანაგური მატჩების შესახებ

ნოემბერში, ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოყოფილ ფანჯარაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა. ამ თემის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “პირველი არხის” გადაცემა “ტაიმ აუტში” ისაუბრა:

“ამხანაგური მატჩების შესარჩევად ჩატარებულ წილისყრას ველოდით, თუმცა მუშაობა მანამდეც დავიწყეთ. თამაშები ნამდვილად გვექნება და ამაზე მაქსიმუმ, ოქტომბრის ბოლოს ოფიციალურად ვიტყვით.

რაც შემიძლია ვთქვა, მეტოქის შერჩევა იოლი ნამდვილად არაა. იყო შემთხვევა, კონკრეტულ ნაკრებს არ სურდა ჩვენთან ჩამოსვლა ან ჩვენთვის არ იყო სახარბიელო თარიღი და ადგილი – შორ მანძილზე მგზავრობა გვიწევდა.

არ ვარ დარწმუნებული,რომ თამაში გრანდთან გვექნება. ამას უფრო გამოვრიცხავ…

შესაძლებელია, მესამე ქვეყანაში, მსოფლიო ჩემპიონატი სადაც ტარდება, მასთან ახლოს ვითამაშოთ, მაგალითად, დუბაიში. ასეთი შემოთავაზებაც არსებობს, თუმცა დეტალები დასაზუსტებელია. ჩვენი სურვილია, საქართველოში ვითამაშოთ, რადგან მომდევნო ოფიციალური დაპირისპირება საშინაო გვაქვს. დიდია ალბათობა, ამხანაგური შეხვედრა ბათუმში გაიმართოს, რადგან “დინამო არენაზე” გარკვეული სამუშაოები უნდა დაიწყოს”.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მომავალი წლის მარტში დაიწყება, პირველ მატჩში კი ნორვეგიის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.

წყარო: პირველი არხი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ირანის ნაკრები მუნდიალზე არ ითამაშებს?

დარვინ ნუნიესი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი გახდა!