ეს, იურგენ კლოპის სამყაროა, სადაც წაგებული მატჩის გამო უკმაყოფილებას ხშირად შეამჩნევთ. ძირითადად, კლოპი მსაჯებს ერჩის და ეს არახალია, მაგრამ ხანგამოშვებით ბალახის მორწყვასა და ამინდზეც ჩამოაგდებს ხოლმე თითო სიტყვას.
გუშინ, “სიტიმ” “ლივერპული” ლიგის თასზე, 3:2 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. ნამატჩევს კი კლოპმა შეხვედრის საკამათო ეპიზოდები შეაფასა:
“ჰოლანდი თამაშგარეში იყო, მაგრამ ეს არ დაფიქსირდა და ყველაფერი აირია. მე-6 წუთზე ხდებოდა ეს ყველაფერი და შემდეგ გვარიანად ავირიეთ.
საერთოდ, ასეთი მასშტაბის შეხვედრა ვარის გარეშე წარმოუდგენელია. მოთამაშეებს თუ დააკვირდით არაერთ ეპიზოდში გაირინდნენ ვარის მოლოდინში. არ მესმის, დღეს არის და ხვალ არ, როგორ მუშაობს. მესმის, რომ წინა წრეებში ეს შეუძლებელი იყო, რადგან ქვედა ლიგებში ინფრასტრუქტურა სათანადო დონეზე ვერაა, მაგრამ ეს, ხომ “ეტიჰადია”.
GIPHY App Key not set. Please check settings