კლემან ტურპენი რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეფერია ის ფაქტიც მოწმობს, რომ გასული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სწორედ ფრანგს მიანდეს.
გუშინ კი ლიგა 1 დაბრუნდა. დაბრუნდა მოქმედი ჩემპიონისა და მონსტრების კორპორაციის წევრი – “პსჟ”-ს მატჩით. პარიზელებმა “სტრასბურს” უმასპინძლეს და უმძიმეს ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვეს.
ნეიმარმა ორი ყვითელი ბარათი ამდენივე წუთში მიიღო. მეორე ყვითლის ეპიზოდში ბრაზილიელი პენალტის გამომუშავებას ლამობდა, მაგრამ, მხოლოდ წითელი ბარათი გამოუვიდა.
ჰო, მატჩის ბოლოს კილიან მბაპემ კიდევ ერთი პენალტი გაიტანა და პარიზელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა გაიფორმეს.
GIPHY App Key not set. Please check settings