in

კლასიკოს ბოლო წუთების დრამა: დინამოების პირველობა გრძელდება

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის შემდეგ კვლავ ორხელისუფლებიანობაა: პირველობას ერთმანეთს ორი “დინამო“ ეცილება. თუ ბათუმელებს თელავში დიდი პრობლემა არ შექმნიათ, თბილისელებმა ქართულ კლასიკოში „ტორპედოს“ კი აჯობეს, მაგრამ მატჩი მიწურულს იშვიათი შეტევა მოიგერიეს და ბეწვზე გადარჩნენ ქულების დაკარგვას.
„დინამოებს“ 19-19 ქულა აქვთ.

ეროვნული ლიგა. VII ტური

დინამო (თბ) – ტორპედო 2:1
08.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 იმრანი (45+2′ კამარას პასით), 1:1 მანჯგალაძე (78′ კაჭარავას პასით), 2:1 ვაგნერი (81′ ხარაიშვილის პასით)

თბილისის „დინამომ“ პირველი ადგილი დათმო, რადგან ბურთების სხვაობა ოდნავ უკეთესი ბათუმელებს აქვთ. „ტორპედომ“ კი მიმდინარე ჩემპიონატში პირველად წააგო.
ბოლო წუთებზე „ტორპედო“ მთელი გუნდით წავიდა წინ. კულმინაცია დადგა დამატებულ წუთებზე, როცა რამდენიმეწამიან ეპიზოდში ჯერ დავით სხირტლაძემ, მერე მეკარე დავით კერესელიძემ, ბოლოს კი ისევ სხირტლაძემ (ნახტომში თავით გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან) სამჯერ გადაარჩინეს „დინამო“.
ერთ წუთში ტორპედოელები ხელით თამაშისთვის პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ეპიზოდის განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ ხარაიშვილს ხელზე ბურთი მოხვდა არა პირდაპირ, არამედ მისივე ფეხიდან.

თელავი – დინამო (ბთ) 1:4
08.04. თელავი. კავკასიონი არენა
1:0 პარკინაშვილი (10′ აშორტიას პასით), 1:1 ზარია (16′ ალთუნაშვილის პასით), 1:2 ტეიდი (64′ ჩაბრაძის პასით), 1:3 მამუჩაშვილი (68′ პენალტით), 1:4 კონატე (82′ მამუჩაშვილის პასით)

„თელავმა“ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია ფავორიტს ღირსეული წინააღმდეგობა და ერთხანს იგებდა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ არბიტრმა 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

სამტრედია – შუქურა 0:2
08.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
0:1 სარდალიშვილი (11′ მზვაკალის პასით), 0:2 სარდალიშვილი (32′ ჩაჩუას პასით)

ქობულეთის „შუქურამ“ ე.წ. 6-ქულიანი მატჩი მოუგო „სამტრედიას“, თან მისსავე მოედანზე.

სამგურალი – საბურთალო 2:1
1:0 მაისაშვილი (53. ჯერალდოს პასით), 2:0 ნიქაბაძე (77. კალანდარიშვილის პასით), 2:1 სილაგაძე (90+5).
ჩადუნელი (საბურთალო, 90+1).

„საბურთალომ“ მატჩი მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის გარეშე ჩაატარა, მის ნაცვლად გუნდს გუგა ნერგაძე ხელმძღვანელობდა. მიზეზი თეთრაძის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაა.
„სამგურალმა“ 10 ქულა მოაგროვა და „საბურთალოს“ (9) გადაასწრო.

გაგრა – დილა 0:0
გაძევება: ოქრიაშვილი (52, „გაგრა“)

„გაგრამ“ დაძაბულ ბრძოლაში, ლიდერის გაძევების მიუხედავად, მეტოქეს არაფერი დაუთმო.
52-ე წუთზე ოქრიაშვილი „დილას“ ორ მცველს ფინტებით გასცდა, მაგრამ შეაჩერეს, არბიტრმა ალეკო აფციაურმა ჯარიმა არ დააფიქსირა, ოქრიმ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამო გააგდეს კიდეც.
„გაგრამ“ 2 ქულა დააგროვა და კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა. გორის „დილამ“ (10) კი მესამეადგილოსნის, „ტორპედოს“ (12) დაწევის შანსი ვერ გამოიყენა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აურევს თუ არა ხვიჩა მილანს თავგზას: ნაპოლი გამოსავლის ძიებაშია და გასაღები შეიძლება კვარა გახდეს

ვიდეო: შერმადინის 22 წუთი და 12 ქულა – ტენერიფემ ოვერტაიმში წააგო