ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და „შტურმს“ სტუმრად „ჰარბერგთან“ მოაგებინა – 1:0.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითადში არ ყოფილა, მოედანზე 54-ე წუთზე შევიდა და მე-80 წუთზე პენალტი გაიტანა.
8.4 ქულა დაუწერეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
კიტეიშვილი 8 გოლითა ბომბარდირთა შორისაა.
ყველა ტურნირზე კი 20 მატჩში 11 გოლი და 2 ასისტი აქვს.

ჰარბერგი – შტურმი 0:1
გოლი: კიტეიშვილი (80, პენ)
„შტურმი“ 25 ქულით მე-2 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ლიდერ „ზალცბურგს“ 1 ქულით ჩამორჩება და 3 დეკემბერს „ტიროლს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings