in

კიტე საუკეთესოა, ჩვენი მეკარეები დაფრინავენ – როგორ ითამაშეს ლეგიონერებმა

მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰამბურგთან“ 1:3 დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის განმავლობაში აქტიური იყო, ერთი რეალური მომენტიც ჰქონდა. შეფასებები: sofascore – 7.1, whoscored – 6.8, flashscore – 6.6.

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „მილანს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა, ხოლო საბა საზონოვი ტრავმის გამო არ თამაშობს.
საბას შეფასებები: Flashscore – 6.3; Sofascore – 6.7; Whoscored – 6.3.

ავსტრიაში ქართველების გუნდებმა მორიგი თამაშები ჩაატარეს. ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმს“ სტუმრად „ალტახთან“ უკაპიტნა, თუმცა ჩვენიანის გუნდმა მოგება ხელიდან მატჩის ბოლოს გაუშვა – 1:1. ოთარმა შეუცვლელად ითამაშა. Flashscore-ის შეფასებით კი ორივე გუნდში საუკეთესო ქულა მიიღო – 7.8.

სანდრო ალთუნაშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა „ვოლფსბერგერში“, რომელიც „გრაცერთან“ გასვლით მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ, 0:3-ს აგებდა, მაგრამ 9 მოთამაშით დარჩენილ მეტოქესთან შეხვედრა შემოატრიალა და საბოლოოდ 4:3 გაიმარჯვა.

სლოვაკეთში, გურამ კაშიას „სლოვანმა“ 3:1 მოუგო „ბანსკა ბისტრიცას“. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და 6.9 დაუწერეს. 34-ე წუთზე გააფრთხილეს.

პოლონეთში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ 1:1 ითამაშა „ზაგლემბიესთან“. ქართველი მცველი 59-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 7.4.

უნგრეთში, ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ 4:2 დაამარცხა „პაკში“. კვეკვესკირი 81-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.8.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სტუმრად 4:0 გაანადგურა „ზუდტიროლი“. ქართველმა მცველმა მეორე ტაიმი ითამაშა. შეფასება – 7.0.

ლა ლიგა 2-ში,. – გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად 1:2 დამარცხდა „ალმერიასთან“. წიტაიშვილმა 77-ე წუთამდე ითამაშა და 6.7 დაიმსახურა.

გორგი გულიაშვილს ამჯერად თავი არ გამოუჩენია „სარაევოში“, რომელმაც ჩემპიონატის ლიდერს, „ზრინსკის“ უმასპინძლა და წააგო – 0:1. ქართველი თავადმსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

კვიპროსში, გიორგი ლორიას „არადიპუმ“ 1:0 მოუგო „ნეა სალამინას“, რაშიც დიდი ქართველი მეკარის წვლილი. გიორგიმ გუნდს უკაპიტნა და 8 სეივიც შეასრულა.

საბერძნეთში, ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ 2:1 აჯობა „ასტერასს“. საქართველოს ნაკრების მეკარემ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 10 სეივი ჰქონდა და შეფასებაც მაღალი მიიღო – 8.6.

ლევან შენგელიას ოფი დამარცხდა „ოლიმპიაკოსთან“ 0:2. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა – 6.4.

რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეამ“ 0:2 წააგო „კლუჟთან“. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.0.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ მატჩის გმირი შეცვალა, ლიონმა მარტივად მოიგო

იბერია ხელმეორედ გაბრწყინდა: საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს