in

კიტე კი კარგია, მაგრამ… შტურმმა როტერდამში წააგო და ვეღარ გავა

ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგის მე-7 ტურში როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:3.

მამაგეიშვილი საევროპო განაცხადში არ არის, რადგანის შემოდგომაზე შედგა და მხოლოდ პლეი-ოფიდან ექნება თამაშის უფლება. თუმცა იქ „შტურმი“ ფაქტობრივად ვეღარ მოხვდება.

კიტეიშვილი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ის ერთ-ერთი იშვიათი იყო, რომელმაც გოლის გატანა სცადა.

შეფასებებიც შედარებით კარგი მიიღო: sofascore – 7.3, whoscored – 7.2, flashscore – 7.1.

ფეიენოორდი – შტურმი 3:0
გოლები: 1:0 ვატანაბე (5), 2:0 ხაჯი მუსა (68), 3:0 ბორჟეში (90)

7 ტურის შემდეგ „შტურმს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს, 30-ე ადგილზეა და პლეი-ოფში ალბათ ვერ გავა.
ისე მომდევნო შეხვედრა 30 იანვარს შინ უწევს „ბრანთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება

საქართველომ საფრანგეთთან წააგო და ევროპა მე-10 ადგილზე დაასრულა