ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის ნახევარფინალში „ლინცი“ 1:0 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და მე-60 წუთზე შევიდა. ანგარიშიც ამის შემდეგ გაიხსნა, 68-ე წუთზე.
ჩვენიანმა 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ფინალში „შტურმს“ ვენის „რაპიდს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „რიდი“ 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი მატჩი 30 აპრილს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings