გიორგი კვერნაძის„ფროზინონე“ სერია B-ს 22-ე ტურში სტუმრად „ენტელას“ შეხვდა და ფრედ ითამაშა – 1:1. კვერნაძე ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 6.3, Flashscore – 6.3.
„ფროზინონემ“ 14 მატჩია დაუმარცხებელია, მაგრამ ცხრილში პირველი ადგილი „ვენეციას“ დაუთმო და 7 თებერვალს სწორედ მას უმასპინძლებს.
–
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სპორტინგმა“ შინ „ნასიონალს“ 2:1 მოუგო.
გიორგი ქოჩორაშვილი მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
სპორტინგი – ნასიონალი 2:1
გოლები: 1:0 გონსალვეში (72), 1:1 ნუნიესი (76), 2:1 სუარესი (90+6)
„სპორტინგი“ 51 ქულით მე-2 ადგილზეა და 6 თებერვალს თასის მეოთხედფინალში „ავეშს“ უმასპინძლებს. იმედია, აქ მაინც მიეცემა მეტი დრო ქართველ ნახევარმცველს.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიის თასის მეოთხედფინალში სტუმრად დროში „ალტახთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა, გიზი მამაგეიშვილი კი სათადარიგო იყო.
ალტახი – შტურმი 3:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 1:0 გრაილი (52), 1:1 კაიომბო (71), 2:1 ჰრსტიჩი (102), 3:1 გრაილი (105)
გამოუყენებელი პენალტი: გრაილი (52, ალტახი)
გაძევება: ერმანი (79, შტურმი)
„შტურმი“ 8 თებერვალს ჩემპიონატის მე-18 ტურში „რიდს“ უმასპინძლებს.
–
საბერძნეთში, ლევან შენგელიას ოფი სტუმრად „ატრომიტოსს“ შეხვდა და 2;1 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა 68-ე წუთიდან ითამაშა. შეფასება – 6.4.
ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-მა 4:1 დაამარცხა ივა გელაშვილის „პანსერაიკოსი“.გუგეშაშვილი განაცხადში არ ყოფილა, გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასება – 6.2.
ისრაელში, ლუკა გადრანის „ბეითარი“ და – სანდრო ალთუნაშვილის „ჰაპოელ ჰაიფა“ შეხვდნენ ერთამნეთს და ფრით დაშორდნენ – 2:2. გადრანმა შეუცვლელად ითამაშა (შეფასება 7.2) და დამატებულ წუთზე გაფრთხილება მიიღო. ალთუნაშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს. შეფასება – 6.9.
რუმინეთში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა“ სტუმრად „ფარულისთან“ შეხვედრაში შერცხვა – 1:4. ქართველი ნახევარმცველი მე-3 წუთზე გააფრთხილეს, შესვენებისას კი შეცვალეს. შეფასება – 5.9.
ნიდერლანდებში, „აიაქსთან“ სრულად ითამაშა ირაკლი ეგოიანმა, რომლის „ექსელსიორმა“ ქულაც აიღო – 2:2. შეფასება – 6.9.




GIPHY App Key not set. Please check settings