in

კიტეს სამი ინგლისური გუნდი იწვევს

ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელით ინგლისური გუნდები დაინტერესდნენ.
ცხადია საუბარია გრაცის „შტურმის“ ქართველ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილზე, რომელიც ავსტრიის ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ ორჯერ გახდა.

მიუხედავად ჩემპიონობისა, „შტურმში“ ცვლილებებია მოსალოდნელი. გუნდი შესაძლოა ბევრმა ფეხბურთელმა დატოვოს და მათ შორის ლიდერმა კიტეიშვილმა.

ჩვენიანის შეძენით პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“, „სანდერლენდი“ და „ლიდსი“ დაინტერესდნენ.

29 წლის ფეხბურთელს „შტურმთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშრებს.

კიტეიშვილმა განვლი სეზონში 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
Transfermarkt ქართველს 5 მილიონ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ჯგუფიდან გავიდა და ახლა ევროპის ჩემპიონი ელოდება

კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნაპოლის და პსჟ-ის ჩემპიონობაზე