ავსტრიის ჩემპიონატის 30-ე ტურში, ჩემპიონობისთვის მებრძლმა „შტურმმა“ შინ ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „ზალცბურგი“ მიიღო და მოუგო – 4:2.
ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ.
ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებები საკმაოდ მაღალია: sofascore – 7.4, flashscore – 7.4.
შტურმი – ზალცბურგი 4:2
გოლები: 1:0 ტერზიჩი (18, საკ. კარში), 2:0 ბიოვინგი (20), 2:1 ნენე (45), 3:1 ვიუტრიხი (48), 3:2 აივუ (59, საკ. კარში), 4:2 ჩუკვუანი (72)
„შტურმი“ 39 ქულით ლიდერია, „აუსტრიას“ და „ვოლფსბერგერს“ 6 ქულით უსწრებს (ორივეს ტურის მატჩს ხვალ თამშობს) და 18 მაისს, ბოლოსწინა ტურში ვენაში „რაპიდს“ შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings