ოთარ კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა – ეს მისი პირველი გოლი ამ ტურნირზე. თუმცა მისი „შტურმი“ მაინც დამარცხდა ფრანგულ „ლილთან“ – 2:3.
ქართველი ნახევარმცველი გუნდის კაპიტანი იყო, სრულად ითამაშა, გოლი გაიტანა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა: whoscored – 7.5, sofascore – 7.2, flashscore – 7.2.
„შტურმი“ ორი ბურთით აგებდა, პირველი ნახევრის წმატებულ დროში კიტეიშვილმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მცველები ეფარებოდნენ, ძლიერი დარტყმით მაღალ კუთხეში გაიტანა.
ლილი – შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)
„შტურმს“ 3 ქულა აქვს და 21 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ შეხვდება.
გურამ კაშიას მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მოუწია თამაში. „სლოვანი“ ატუმრად „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა. ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 7.0, flashscore – 6.7, whoscored – 6.4.
ატლეტიკო – სლოვანი 3:1
გოლები: 1:0 ალვარესი (16), 2:0 გრიზმანი (42), 2:1 სტრელეცი (51, პენ), 3:1 გრიზმანი (57)
უქულო „სლოვანი“ მომდევნო შეხვედრას 22 იანვარს შინ „შტუტგარტთან“ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings