in

კიტემ შტურმს ისევ მოაგებინა, ლოჩოშვილი უშეცდომო იყო – ლეგიონერები

გასული უქმეები ევროპაში ქართველი ფეხბურთელებისთვის ურიგო არ ყოფილა. ხვიჩას მორიგი დიდებული თამაშის შესახებ ყველამ იცის, კარგად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც დასანანი ბურთი სულ ბოლოს, 90+3 წუთზაე გაუშვა. რაც შეეხება სხვებს:

ლუკა ლოჩოშვილმა ძირითადში ითამაშა „კრემონეზეში“, რომელმაც სერია ა-ს მე-12 ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 0:0.
ლოჩოშვილი უშეცდომოდ თამაშობდა, 85-ე წუთზე ჩვენიანი შეცვალეს. „კრემონეზე“ 5 ქულით (ყველა ფრე) ბოლო ადგილზეა.
ლოჩოშვილის შეფასება Whoscored.com-ზე 7.2-ია.

ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა გრაცის „შტურმში“, რომელმაც „რიდი“ 2:1 დაამარცხა.
ოთარი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 82-ე წუთზე შეცვალეს.
71-ე წუთზე კიტეიშვილი მეტოქის საჯარიმოში საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ზედიზედ მეორედ გაიტანა გამარჯვების გოლი.
„შტურმი“ 31 ქულით მე-2 ადგილზეა.

ბრატისლავას „სლოვანმა“ ჩემპიონატის მატჩი მოუგი შინ აუტსაიდერ „ლიპტოვსკი მიკულაშის“ 1:0. გურამ კაშია განაცხადში იყო და არ უთამაშია, ჯაბა კანკავა განაცხადში არ ყოფილა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი 67-ე წუთზე შევიდა. „სლოვანი“ 15 ტურის შემდეგ 35 ქულით პირველ ადგილზეა.

თურქეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ: გიორგი ბერიძის „ანკარაგიუჯიუმ“ საბა ლობჟანიძის „ჰათაისპორი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი ძირითადში იყო. გიორგი ბერიძემ მოახერხა. 25 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა.

საგოლე პასი გააკეთა ლუკა ლაკვეხელიანმა უნგრეთში: ქართველი მცველი „მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში „კიშვარდასთან” 1:1 მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა. ორ წუთში მისი გადაცემით ანგარიში გათანაბრდა.

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში მორიგი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „საბაჰს“ „გაბალასთან“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 2:1.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია იტალიაში დებიუტანტებს შორის მესამეა: ხვიჩა კრიშტიანოს ოდნავ ჩამორჩა

დოჰას ცენტრიდან მიგრანტი მუშები გამოასახლეს: მუნდიალი იწყება