in

კიტემ სრულად ითამაშა, შტურმმა ფრედ და ლიდერობა დაკარგა

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ჩემპიონატის 23-ე ტურში სტუმრად „ვოლფსბერგერს“ შეხვდა და ფრედ ითამაშა – 1:1. ამის გამო გრაცელებმა ლიდერობა დაკარგეს.

გუნდის ქართველმა კაპიტანმა სრულად ითამაშა.
შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 7.0.

მასპინძელთა რიგებში სანდრო ალთუნაშვილი სათადარიგო იყო.

ვოლფსბერგერი – შტურმი 1:1
გოლები: 1:0 პინკი (3), 1:1 ჰორვატი (72)

ახლა „შტურმი“ 24 ქულით მე-2 ადგილზეა, ვენის „აუსტრიას“ 2 ქულით ჩამორჩება და 4 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მე-3 ადგილზეა და 2 აპრილს თასზე ლინცში ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოთარი საუკეთესოა, ანზორი საუკეთესოა, ლაშაც – ლეგიონერები

მამარდამ კარი მშრალად შეინახა, ვალენსიამ მოიგო