ავსტრიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „შტურმი“ სტუმრად „ზალცბურგს“ შეხვდა და წააგო – 1:3.
ოთარ კიტეიშვილმა საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჩვენიანმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემის გარდა ყვითელი ბარათიც მიიღო (53-ე წუთზე).
შეფასებები: sofascore – 6.9, flashscore – 6.5.
„შტურმს“ 40 ქულა აქვს, ვენის „აუსტრიასთან“ ერთად თანალიდერია და 9 მარტს „გრაცერს“ შეხვდება.
ზალცბურგი – შტურმი 3:1
გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (10), 1:1 ვერტესენი (72), 2:1 ნენე (84), 1:3 ონისივო (87)
GIPHY App Key not set. Please check settings