ავსტრიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ალტახი“ დაამარცხა – 2:0.
ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. შუა კვირაში ევროპალიგაზე „რეინჯერსს“ გაუტანა, ახლა კი შეხვედრის 85-ე წუთზე 11-მეტრიანი შეაგდო – მეკარისგან დაბალ კუთხეში ძელთან ახლოს გაუშვა და მეკარე ბურთს ვეღარ შესწვა.
ეს კიტეიშვილის მე-5 გოლია ჩემპიონატის 6 მატჩში.
შეფასებები: Flashscore – 7.6, sofascore – 7.2.

ალტახი – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (85, პენ), 0:2 ბეგანოვიჩი (90+5)
„შტურმი“ 18 ქულით ლიდერია და 19 ოქტომბერს სტუმრად „ლინცს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings