საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა.
14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა.
სამაგიეროდ გუნდთან ერთად ივარჯიშა საბა კვერკველიამ, რომელიც მანამდე ინდივიდუალურად ემზადებოდა.
შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings