in

კიტემ გოლით დაიწყო

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. ავსტრიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელმა კი პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. „შტურმმა“ რეგიონული ლიგის „გლაისდორფი“ 6:0 დაამარცხა, კიტემ კი ერთი გოლი შეაგდო.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ბურთი საჯარიმოში მიიღო, შემოტრიალდა და დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა.

გრაცელთა მწვრთნელმა მეორე ტაიმში შემადგენლობა სრულად შეცვალა.

„შტურმი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 ივლისს სლოვენიურ „მურასთან“ გამართავს, 9 ივლისს – ჩეხურ „მლადა ბოლესლავს“ შეხვდება, ხოლო 19-ში ავსტრიულ „ვოიცბერგს“ ეთამაშება.

„შტურმს“ ოფიციალური თამაში კი უკვე 25 ივლისს აქვს, ავსტრიის თასზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ბეშიქთაშში გადავა

მადლობა ძმებო: თოკო ვირტუსს დაემშვიდობა