ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ „ლასკს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:3.
მასპინძელთა გოლი ქართველმა გაიტანა: უკვე მე-7 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთზე ახტა და თავი შორეულ კუთხეში პარაშუტით ჩაუშვა.
სტუმრებმა 27-ე წუთისთვის მოახერხეს დაწინაურება, მეორე ტაიმში კი ერთიც გაიტანეს.
კიტეიშვილისთვის ეს მეშვიდე გოლია. სულ კი „შტურმის“ მაისურით 2018 წლიდან დღემდე 52 გოლი აქვს გატანილი.
კიტეიშვილის შეფასებები: Flashscore – 7.9 (თავის გუნდში საუკეთესო); Sofascore – 8.6 (ორივე გუნდში საუკეთესო).



GIPHY App Key not set. Please check settings