საქართველოს ნაკრებისა და გრაცის “შტურმის” ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კიტეიშვილის მოედანზე დაბრუნებას აპრილიდან ელიან. ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბოლოს მოედანზე 30 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. კიტეიშვილმა ინდივიდუალური ვარჯიში უკვე განაახლა და ვარაუდობენ, რომ ის “შტურმს” საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრებში დაეხმარება.
ამ პროგზნის მიხედვით შეგვიძლია ვთქვთ, რომ ოთარ კიტეიშვილის საქართველოს ნაკრების მარტის მატჩებსაც გამოტოვებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ამხანაგურად 24 მარტს ბოსნია-ჰერცოგოვინას, 29 მარტს კი ალბანეთს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings