საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლამდე დარჩება.
კიტეიშვილმა „შტურმში“ 208 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი გააკეთა.
მოგეხსენებათ, ქართველი ნახევარმცველი ავსტრიაში 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
„კიტეიშვილი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, ჩვენი გუნდის ლიდერია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. მოხარული ვართ, რომ ოთარმა „შტურმთან“ კონტრაქტი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა და ჩვენთან ერთად შეეცდება მიზნების მიღწევას. „შტურმისთვის“ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა.
კომენტარი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც:
„კლუბში 2018 წლიდან ვარ და აქამდე შესანიშნავი დრო გავატარე. „შტურმში“ ყოველთვის დიდი მიზნები მქონდა, ეს არ შეცვლილა, ამიტომ ვამაყობ და ბედნიერი ვარ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებით. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ „შტურმის“ წარმატებული სვლის გასაგრძელებლად“.
GIPHY App Key not set. Please check settings