ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ლინცერი“ 2:1 დაამარცხა.
კიტეიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მატჩი ლისაბონის „სპორტინგთან“ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, ახლა კი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
ქართველმა ნახევარმცველმა გოლი 33-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა: მაღალ ნახტომში თავური დარტყმით შეაგდო.
ჩვენიანის ანგარიშზე 6 გოლი და ერთი საგოლე პასია.
კიტეს შეფასებებია: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.2.
ლასკი – შტურმი 1:2
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (33), 1:1 სმოლჩიჩი (59), 1:2 ზვონარეკი (83)
11 ტურის შემდეგ „შტურმს“ 25 ქულა აქვს და ლიდერია. 30 ოქტომბერს, თასზე შინ „ბლაუ-ვაისს“ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings