in

კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

ბოლო ტურში გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ეს ქულა ეყო პირველი ადგილისთვის..

ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება – 6,8), ხოლო კიტეიშვილმა სრულად ითამაშა (შეფასება – 6.9).

შეგახსენებთ, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა და ესეც ზედიზედ მეორედ. მან ამ სეზონში 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შტურმი – ვოლფსბერგერი 1:1
გოლები: 1:0 ბიოვინგი (45+1), 1:1 ბალო (67)

“შტურმმა” 40 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე 38 ქულით “ზალცბურგი” გავიდა, მესამეზე 37 ქულით ვენის “აუსტრია”, მეოთხეზე კი 37 ქულით “ვოლფსბერგერი”, რომელსაც დედაქალაქელებთან შედარებით უარესი დამატებითი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ და პსჟ-მ თასი მოიგეს: რატომ არ ითამაშა კვარამ

კვარაცხელია მზად იქნება, საშიში არაფერია: ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს