ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად!
შეგახსენებთ, კიტეიშვილი ავსტრიული ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე 2023/2024 წლების სეზონშიც გახდა.
მიმდინარე ჩემპიონატში ჩვენიანმა ჩემპიონატის 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. საინტერესოა, რომ ქართველი ნახევარმცველი მეორე ადგილზეა ბომბარდირთა დავაში და 2 გოლით ჩამორჩება პირვედადგილოსანს, “ლინცის” რონივალდოს.
ხოლო მთლიანად სეზონში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, 50 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 6 ასისტი მიითვალა.
„შტურმი” წელსაც ჩემპიონობისთვის იბრძვის და ახლოსაა მიზანთან. დარჩენილ 2 ტურში 4 ქულა სჭირდება, თანაც მთავარ კონკურენტს, სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგს”, ბოლო ტურში შინ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings