in

კიტეიშვილი ავსტრიის თასის მფლობელია: ჩემპიონობის ჯერია

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალში ვენის „რაპიდს“ შეხვდა და ქართველის დამსახურებით მოიგო – 2:1.

„შტურმი“ ტიტულს ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

„შტურმმა“ ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა. 49-ე წუთზე შეტევა კიტეიშვილმა წაოიწყო.
თამაშის ბედი კი 81-ე წუთზე გადაწყდა: კიტეიშვილმა საჯარიმოში ქუსლით თანაგუნდელს პასი დაუხატა და გამარჯვების მომტანი გოლიც გავიდა.

კლაგენფურტი. „ვიორტეზე შტადიონი“
შტურმი – რაპიდი 2:1
გოლები: 0:1 ზაიდლი
(43), 1:1 კვერფელდი (50, საკ. კარში), 2:1 ჰორვატი (81)

ოთარ კიტეიშვილი:
„როდესაც ფინალს აგებ, რთულია თამაში შემოატრიალო, მაგრამ მოვახერხეთ, რაც ჩვენს ძლიერ ხასიათსა და მენტალიტეტზე მიუთითებს. ვულოცავ „შტურმის“ მთელ გუნდსა და გულშემატკივრებს, მშვენიერი დღე იყო“.

შეგახსენებთ, „შტურმი“ ჩემპიონატის ლიდერია და 5 მაისს „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს. ასე რომ, კიტეიშვილს “ოქროს დუბლის” შანსი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს ნაბიჯია ფინალისკენ? დორტმუნდმა პსჟ დაამარცხა

ნაპოლი რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს აკვირდება