in

კიტეიშვილის შტურმმა მოულოდნელად წააგო ალთუნაშვილის ვოლფსბერგერთან

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და სტუმრად სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერთან“ დამარცხდა – 0:3.

ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ალთუნაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო იყო.

კიტეს შეფასება საკუთარ გუნდში მეორეა: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.0.

ვოლფსბერგერი – შტურმი 3:0
გოლები: 1:0 ზუკიჩი (17), 2:0 ზუკიჩი (23), 3:0 შიოპფი (83)

18 ტურის შემდეგ „შტურმი“ 37 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ მას, შესაძლოა, ვენის „აუსტრია“ (34) დაეწიოს, რომელიც დღეს თამაშობს.

„შტურმი“ 23 თებერვალს „ბლაუ ვაისს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ 32 ქულით მე-3 ადგილზეა და 22 თებერვალს ინსბრუკში „ტიროლს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უოტფორდმა მოიგო, ჩაკვეტაძემ მაღალი შეფასება დაიმსახურა

ვალენსიამ დერბიში ქულა აიღო, მამარდა კარგი იყო