ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ოთარ კიტეიშვილი „შტურმი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ ესტუმრა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 0:5.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა.
ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას ალმათის „ქაირათი“ გლაზგოში „სელტკის“ ესტუმრა და საპატიო ფრეს მიაღწია – 0:0. ზარია ტრავმირებულია, გადრანი კი სათადარიგოთა შორის დარჩა.
ბოდო გლიმტი – შტურმი 5:0
გოლები: 1:0 ჰეგი (7), 2:0 ბიერტუფტი (10), 3:0 სალტნესი (25), 4:0 ევიენი (54), 5:0 ბიოვინგი (79, საკ. კარში)
განმეორებითი შეხვედრები 26 აგვისტოს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings