ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და 2:1 კი მოუგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
პირველი შეხვედრა „ბოდო გლიმტმა“ 5:0 მოიგო და ანგარიში აქაც ნორვეგიელებმა გახსნეს. მასპინძლებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღდგენეს, რაშიც მთავარი როლი კიტეიშვილმა ითამაშა: მისი პასით კარის წინ ჰორვატი დარჩა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, დამატებაზე კი იატამ გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასება – 7.3.
გრაცულმა გუნდმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღო მონაწილეობა, ამჯერად კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.
შტურმი – ბოდო გლიმტი 2:1
გოლები: 0:1 იორგენსენი (15), 1:1 ჯატა (30), 2:1 ოერმანი (73)

GIPHY App Key not set. Please check settings