ოთარ კიტეიშვილმა დიდებული მატჩი ჩაატარა. „შტურმი“ სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ზალცბურგს“ შეხვდა და ქართველის ორი გოლით მოიგო – 2:1.
ჩვენიანმა მეორე ტაიმის დასაწყისში, პენალტით გაათანაბრა (48-ე წთ), ხოლო 70-ე წუთზე, შორეული დარტყმით, ცხრიანში ულამაზესი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტში გრაცელები კაცნაკლული იყვნენ (63-ე წუთიდან).
კიტეიშვილი 84-ე წუთზე შეცვალეს.
ოთარის შეფასებები ორივე გუნდში საუკეთესოა: Flashscore – 8.5; Sofascore – 8.8.
კიტემ მე-11 გოლი (პლუს 4 საგოლე პასი) გაიტანა მიმდინარე სეზონში.

ზალცბურგი – შტურმი 1:2
გოლები: 1:0 დაგიმი (32), 1:1 კიტეიშვილი (48, პენ), 1:2 კიტეიშვილი (70)
გაძევება: ვიუტრიხი (63, შტურმი)
„შტურმი“ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩში შინ „ლინცს“ შეხვდება.