in

კიტეიშვილის იშვიათი გოლი: ქართველმა შტურმს თამაში მოატრიალებინა – ოთარი საუკეთესო იყო

ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „ტიროლი“ დაამარცხა – 4:2. ა. სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, როდესაც პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენიანმა იშვიათად რომ გადის ეგეთი გაიტანა – ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს, კართან ზურგით მდგომმა, თავი დაუხვედრა და პარაშუტივით ჩაუშვა შორეულ კუთხეში.

მეორე ტაიმში კიტემ საგოლე პასით ანგარიში გათანაბრდა.

მან ბოლომდე ითამაშა და ყველაზე მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა – Sofascore – 9.3, flashscore – 8.6.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლთან ერთად ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

შტურმი – ტიროლი 4:2
გოლები: 0:1 დიარა (34), 0:2 ბატლერი (38), 1:2 კიტეიშვილი (44), 2:2 გრგიჩი (66), 3:2 გრგიჩი (76), 4:2 ჩუკვუანი (90+5)

„შტურმმა“ ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით ლიდერია და 14 სექტემბერს ვენაში „აუსტრიას“ დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წილისყრის შემდეგ: ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ისევ რეალია

ვალენსიას პირველი ქულა: როგორია მამარდას შეფასებები