in

კიტეიშვილის, გაგნიძის, გულიაშვილის, კვერნაძის საგოლე პასები – ლეგიონერები

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 100

ავსტრიაში ლიდერების მატჩი გაიმართა: გრაცის „შტურმმა“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა – 1:1.
ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩვენიანის საგოლე გადაცემით გრგიჩმა ანგარიში გახსნა.
კიტეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს. შეფასებები: flashscore – 7.9, sofascore – 7.3.
მიმდინარე სეზონში ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე 6 გოლი და 2 სასისტია.

ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში „გრანადამ“ სახლში „სარაგოსას“ 3:1 მოუგო. ლუკა გაგნიძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მისი პასით ხოსე არნაისმა გაიტანა.
ეს სეგუნდა დივიზიონში ქართველის პირველი საგოლე გადაცემაა, ადრე საგოლე პასი თასზეც გააკეთა.

საფრანგეთის ჩემპიონატში „მეცმა“ შინ „ნიცა“ მიიღო და ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო – 2:1.
„მეცის“ ძირითად შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი იყო, ბოლომდე ითამაშა, გიორგი აბუაშვილი თადარიგში დარჩა.
შეფასებები: flashscore – 6.9, whoscored – 6.8, sofascore – 6.6.

ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „სარაევომ“ შინ „ბორაცი“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა: გიორგი გულიაშვილმა ზუსტად ჩააწოდა და ბრალიჩმა თავით გაიტანა.
ქართველი შემტევის ანგარიშზე ჯამურად 16 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასია.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში გიორგი ნაკრებში მოულოდნელად გამოძახებული ქვილითაიას „არისმა“ 3:0 დაამარცხა „კრასავა“. ერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა შეაგდო: 51-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი. მიმდინარე სეზონში ქვილითაიას ანგარიშზე 9 მატჩში 2 გოლია.

ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ ლევერკუზენში „ბაიერთან“ განადგურდა – 0:6.
ბუდუ ზივზივაძე ძირითადში კი იყო, მაგრამ მალევე, 33-ე წუთზე გაიყვანეს.
„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით აუტსაიდერია და 22 ნოემბერს „გლადბახს“ უმასპინძლებს.

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-12 ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ „ჰერაკლესს“ შეხვდა და დამარცხდა – 1:2.
იეგოიანი ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა მოედანზე და საგოლე გადაცემაც გააკეთა. ბოლო ხუთ მატჩში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების წევრისთვის ეს მეორე ასისტია, მის ანგარიშზე ერთი გოლიცაა.
„ექსელსიორს“ 10 ქულა აქვს და გერმანიის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.

სერია B-ს მე-12 ტურში „ფროზინონე“ შინ ლიდერ „მოდენას“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
გიორგი კვერნაძე ძირითადში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ანგარიში კი მისი პასით გაიხსნა. შეფასებები: flashscore – 7.1, sofascore – 6.2.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარამ გაიტანა, პსჟ-მ ბოლო წამს მოიგო

რასისტული კომენტარების 60% იამალზე მოდის: ყველაზე ხშირად წერდნენ – ნაგავი, მეძავი, შავი