in

კიტეიშვილით ტორინო დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შეძენით იტალიის სერია A-ს კლუბი „ტორინო“ დაინტერესდა, – ინფორმაციას გამოცემა Calcioline-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტურინელთა სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს. 29 წლის კიტეიშვილს „შტურმთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა იტალიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ ტრანსფერის განხორციელებას დაახლოებით 5 მილიონ ევროდ ან ოდნავ უფრო იაფადაც შეძლებენ.

კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ 2018 წლიდან გამოდის. ბოლო ორ სეზონში ის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ფასი 6 მილიონ ევროს შეადგენს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ძირითადში იყო, ვილიარეალმა სიტისთან უშანსოდ წააგო

ცოტა შემეშინდა, მეგონა ავაცილე: ხვიჩას ისევ ლიგის მოგება სურს