ოთარ კიტეიშვილი გასულ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კი გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.
მაგრამ…
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბუნდესლიგის „ბოხუმმა“ აპირებს ნახევარდაცვის გაძლიერებას, რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება დაიწყო და ერთ-ერთი სწორედ ქართველი ნახევარმცველია.
კიტეიშვილთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენიანის გარდა გერმანელებს აინტერესებთ რომინიგ კუამე (მალი), ენის ბარდისი (ჩრდ მაკედონია) და ბენი ბანინგიმე (კონგო).
ვნახოთ აბა რა გამოვა…
GIPHY App Key not set. Please check settings