in

კილიან გავლენიანი: ვინ არიან ფრანგული ფეხბურთის მნიშვნელოვანი ადამიანები

გაზეთმა L’Équipe-მა ფრანგული ფეხბურთის 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი დაიკავა პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ. მეორე გახდა საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებული, „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა (წინა წელთან შედარებით ის 18 ადგილით დაწინაურდა). მესამე ადგილი დაიკავა ლეო მესიმ.

მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, რომელმაც გასულ სეზონში „ლილთან“ ერთად ჩემპიონატი მოიგო, მე-7 ადგილიდან მე-4-ზე ავიდა. მეხუთეა ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი. ნეიმარი მე-8 ადგილზე აღმოჩნდა, ხოლო ანტუან გრიზმანი – მე-9.

რეიტინგში მოხვდნენ პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰალიფი (მე-12), „რეალის“ ყოფილ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი (მე-13), „მანჩესტერის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა (მე-14), ნაკრების ყოფილი მეგოლე ტიერი ანრი (23-ე), აგენტი მინო რაიოლა (25-ე) და სხვები.

მსაჯი სტეფანი ფრაპარი, რომელმაც გასული წლის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, ახლა მე-18 ადგილზე აღმოჩნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიფამ სამი გამოარჩია: აქაც ლევანდოვსკი და მესი იბრძვიან

2021 წლის 20 ტოპ გოლი