in

კიდევ 4 გავიდა: მანჩესტერის ტრაგედია კოპენჰაგენში – ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე IV ტურის მატჩები დასრულდა და ცნობილია 6 მერვედფინალისტი. წუხელ პლეი-ოფში გავიდნენ “ბაიერნი”, “ინტერი”, “სოსიედადი” და “რეალი”.

განსაკუთრებული მატჩი იყო დანიაში, სადაც ტრავმირებული დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ ორჯერ ჩამორჩენა ამოუქაჩა და ბოლოს მაინც მოუგო თვით „მანჩესტერ იუნაიტედს“.

A ჯგუფი

ბაიერნი – გალათასარაი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (80), 2:0 კეინი (86), 2:1 ბაკამბუ (90+3)

კოპენჰაგენი – მანჩესტერი 4:3
გოლები: 0:1 ჰოილუნდი (3), 0:2 ჰოილუნდი (28), 1:2 ელიუნუსი (45), 2:2 გონსალვეში (45+9-პენ), 2:3 ბრუნო ფერნანდეში (69-პენ), 3:3 ლერაგერი (83), 4:3 ბარგდჯი (87)
გაძევება: რეშფორდი (42. მანჩესტერი)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელშიც 2 (და მეტი) ბურთით იყო დაწინაურებული. ყველა ტურნირის ჩათვლით კი ეს არის პირველი შემთხვევა 2014 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა “იუნაიტედი” 2-ბურთიანი სხვაობით იგებდა “ლესტერთან”, მაგრამ საბოლოოდ 3:5 დამარცხდა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგაში, ვინც მიმდინარე ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი 4 მატჩიდან ოთხივეში 11-მეტრიანით დაისაჯა.

რასმუს ჰოილუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

ჰოილუნდი (20 წლის, 277 დღის) „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა.

ჰოილუნდი „ატლეტიკოს“ ფორვარდთან ალვარო მორატასთან ერთად ხუთი გოლით ლიდერობს ბომბარდირთა სიას.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ორბურთიანი უპირატესობით იყო წინ.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ 11 გოლი აქვს გაშვებული. უფრო მეტი საკუთარ კარში მიიღეს „ანტვერპენმა“ (14) და „სელტიკმა“ (12).

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში ცხრაჯერ წააგო. ასეთ რამ პირველად მოხდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.

რუნი ბარჯი (“კოპენჰაგენი”) ყველაზე ახალგაზრდა (17 წლის და 358 დღის) ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედს” გაუტანა.

ჰარი კეინს „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ 15 ოფიციალურ მატჩში 26 ქულა (19 გოლი+7 პასი) დაუგროვდა.

„ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 38-მატჩიანი წაუგებელი და 17-მატჩიანი მოგებების სერია აქვს. ორივე მაჩვენებელი ტურნირის რეკორდია. მიუნხენელთა ბოლო წაგება ჩემპიონთა ლიგაზე 2017 წლით თარიღდება.

B ჯგუფი

ეინდჰოვენი – ლანსი 1:0
გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (12)

არსენალი – სევილია 2:0
გოლები: 1:0 ტროსარი (29), 2:0 საკა (64)

სესკ ფაბრეგასის (2007/08) შემდეგ ბუკაიო საკა “არსენალის” პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ საშინაო მატჩში გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

C ჯგუფი

ნაპოლი – უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)

რეალი – ბრაგა 3:0
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (27), 2:0 ვინისიუსი (58), 3:0 როდრიგო (61)

მატეო პოლიტანო (“ნაპოლი”) ბოლო 15 მატჩში, ყველა ტურნირის ჩათვლით, 9 გოლში მონაწილეობდა, რაც უკვე ერთით მეტია მთელ გასულ სეზონთან (8 გოლი 37 მატჩში) შედარებით.

უნიონმა“ შეწყვიტა 12-მატჩიანი წაგებების სერია.

ვინისიუსმა და როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაზე 17-17 გოლი დააგროვეს და გაუსწრეს ფერნანდო მორიენტესს. ახლა ბრაზილიური დუეტი კლუბის ბომბარდირთა სიაში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მათ უსწრებენ კრიშტიანო რონალდო (105), ქარიმ ბენზემა (78) და რაული (66).

ვინისიუს ჟუნიორმა და როდრიგომ, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველად მოახერხეს “რეალის” ერთ კონკრეტულ მატჩში გატანაც და საგოლე პასის შესრულებაც.

როდრიგომ, “რეალის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგის 43 მატჩში 17 გოლი გაიტანა – იმდენი, რამდენიც ლა ლიგის 120 შეხვედრაში.

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში 116-ე შეხვედრა მოიგო და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. იტალიელმა სპეციალისტმა სერ ალექს ფერგიუსონს გაუსწრო.

„რეალი“ 21-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.

D ჯგუფი

სოსიედადი – ბენფიკა 3:1
გოლები: 1:0 მიკელ მერინო (6), 2:0 ოიარსაბალი (11), 3:0 ბარენეჩეა (21), 3:1 რაფა სილვა (49)

ზალცბურგი – ინტერი 0:1
გოლი: 0:1 მარტინესი (85-პენ)

ჩემპიონთა ლიგის ამ ფორმატში “ინტერი” 2004/05 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა ფლეი-ოფში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე.

ტოპ 5 ლიგაში “ინტერს” მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ყველაზე მეტი – 7 პენალტი (7-დან) აქვს გატანილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვეცდები ჩემი სახელი დავტოვო: კლერმონის ახალგაზრდა ქართველი

ხვიჩა მაინც ყველას ჯობდა: ნაპოლიმ აუტსაიდერთან ვერ მოიგო