in

კიდევ უფრო წინ: ხვიჩა ოქროს ბურთის გამოკითხვაში უკვე მე-6 ადგილზეა

ხვიჩა კვარაცხელაი ევროპელების გაგიჟებას განაგრძობს და ეს უფასდება კიდეც. გარდა კარგი შეფასებებისა და სიმბოლურ ნაკრებებში მოხვედრისა, ქართველი ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაშიც მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს.

goal.com-მა „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტების ვერსია განაახლა და „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი კიდევ ერთი პოზიციით წინ გადასვა. ახლა ხვიჩა სარეკორდოდ მაღლა – მე-6 პოზიციაზეა.
კვარაცხელია ბოლოს მე-7 ადგილზე იყო.

უკვე მეშვიდე: ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში კიდევ დაწინაურდა

„ოქროს ბურთი 2023“-ის განახლებული ტოპ-10:

  1. ლეო მესი (პსჟ – წინა რეიტინგში 1-ელ ადგილზე)
  2. ერლინ ჰოლანდი (სიტი – მანამდე მე-3)
  3. კილიან მბაპე (პსჟ – მე-2)
  4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი – მე-8)
  5. ვინისიუსი (რეალი – მე-5)
  6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი – მე-7)
  7. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი – მე-4)
  8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა – მე-6)
  9. კაზემირო (მანჩესტერი – მე-9)
  10. ბუკაიო საკა (არსენალი – მე-12)

    ხვიჩა ოქროს ბურთის მესამე პრეტენდენტია: ვინ უსწრებს და ვის უსწრებს კვარა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთან გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის საკვანძო თამაში: ნორვეგია ბათუმში მოსაგებად მოდის

აი თურმე რატომ იტანს ოსიმენი გოლებს