საქართველოს ნაკრები დიდებულ სვლას განაგრძობს. ჩვენმა გუნდმა ორი გასვლითი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით, მათ შორის ჯგუფში ალბათ მთავარ კონკურენთ ჩრდ მაკედონიასთანაც.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ჩვენი გუნდის წევრებმა.
გიორგი მამარდაშვილი:
„ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ შეხვედრაში ჩემი დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, მთელი გუნდი ბედნიერი ვართ, რომ გავიმარჯვეთ.
წინ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს მოსაგები. 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ძალიან რთული მატჩი გველის. ამიტომ ივნისის ბოლო შეხვედრაში გულშემატკივარსა და სავსე სტადიონს ველოდებით“.
ხვიჩა კვარაცხელია:
„რა თქმა უნდა, გამარჯვებას დადებითად შევაფასებ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ, ჯგუფში ვლიდერობთ, 9 ქულა – სამიდან სამი მოვიგეთ და ჩემი აზრით, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც ჩანს.
ძალიან დიიდ მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ყველგან დაგვყვებიან და ისეთ ატმოსფეროს გვიქმნიან, არ ჩერდებიან. უღრმესი მადლობა მათ, ვინც მოვიდა და ვინც სახლიდან გვიგულშემატკივრა.
ვფიქრობ, მათი დაპატიჟებაც არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა იცის, ყველა თამაშზე უნდა მოვიდეს და სტადიონი გაგვივსოს. ველოდებით 12-ის თამაშს. ვიცით, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩვენს გვერდით იქნებიან და კიდევ ერთ გამარჯვებას ბულგარეთთან მოვიპოვებთ“.
ბუდუ ზივზივაძე:
„ველოდებოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველ ტაიმში ასეც მოხდა. ვერ შევძელით, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა. საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვეთ. თუმცა, მეორე ნახევარში შესვენების შემდეგ ყველაფერი დავალაგეთ. ეს ანგარიშზეც აისახა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უშუალო კონკურენტთან მოვიგეთ, მით უმეტეს, ასეთი სხვაობით. თუმცა, თამაშის წინ არაფერი მიანიშნებდა, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვებდით. ეს ჩვენ გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს. მივულოცავ საქართველოს და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი თამაში ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში და ამ ბიჭებთან ერთად საქართველოსთვის წარმატება მომაქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings