in ,

კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში?

მალე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვიხილოთ.

ლუკა წულუკიძე, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, შესაძლოა “კარლსრუეში” აღმოჩნდეს. ჩვენ თბილისური კლუბის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი გერმანული კლუბის აკადემიაში იმყოფებოდა სინჯებზე და დიდი ალბათობით მას დაიტოვებენ კიდეც.

18 წლის ქართველმა შემტევმა გასულ სეზონში “საბურთალოს” მთავარი გუნდის მაისურით 1 შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

ამ ეტაპზე “კარლსრუე” მეორე ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა.

გეტყვით იმასაც, რომ 2007/08 წლების სეზონში “კარლსრუეს” ღირსებას ალექსანდრე იაშვილი იცავდა.

ამჟამად მოგეხსენებათ მეორე ბუნდესლიგის კლუბ “ჰამბურგში” გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

As.com: მამარდაშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა

ოთარ გიორგაძე: რუსეთთან თამაშზე ფსიქოლოგიურმა წნეხმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს