in

კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად… ბევრ მათგანს ვიცნობ და მაქვს გამოცდილება

ის, რომ საქართველოს ნაკრებმა მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა, ეს დიდწილად ჩვენი მეკარის დამსახურებაა. მამარდაშვილის საუცხოო თამაში აღნიშნა მთელმა სამყარომ. ესპანეთთან შეხვედრამდე გიორგიმ მცირე კომენტარი გააკეთა.

გიორგი მამარდაშვილი:

“დიდი ხანია ყოველდღიურად ვშრომობ, რომ მაღალ დონეზე მეთამაშა ეს ტურნირი. ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, რაც ხდებოდა თბილისში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ. სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით გულშემატკივრების გახარება.

ესპანეთის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და გამორჩეული გუნდია მაღალი დონის შემსრულებლებით. ბევრ მათგანს ვიცნობ და მათ წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მაქვს. ვეცდები, რომ ესპანეთთან შეხვედრაც კარგად ჩავატარო და ყველაფერს გავაკეთებთ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეუძლებელი არაფერია…

ხვიჩამ ნაპოლის ახალი წინადადება არ მიიღო