32 წლის გიორგი ქვილითაია კარიერას ლიგა 1-ის „მეცში“ გააგრძელებს. ხელშეკრულება ჯერ სეზონის ბოლომდეა, მაგრამ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
კონტრაქტი ოფიციალურად ორშაბათს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება.
რა შეხსენება უნდა, რომ „მეცში“ თამაშობენ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი, მანამდე გიორგი მიქაუტაძე იტანდა გოლებს და ახლა კიდევ ერთი, რიგით მეოთხე გიორგი ემატება.
ქვილითაია ბოლოს ლიმასოლის “არისში” გამოდიოდა, ახლახან კლუბმა და ფეხბურთელმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. ქართველმა „არისის” რიგებში 49 მატჩში 16 გოლი გაიტანა.
„მეცი“ ლიგა 1-ში 12 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზეა და გადარჩენისთვის იბრძვის.



GIPHY App Key not set. Please check settings