in

კიდევ გოლი: ბუდუმ ისევ გაიტანა, თურქეთში ქართველები ვერ შეხვდნენ, კიტე ნახევარფინალშია

ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა: ეს წინადადება უკვე ყოველ კვირას მეორდება. ქართველმა ფორვარდმა „კარლსრუეს“ რიგებში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, თუმცა სამწუხაროდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მე-20 ტურის მატჩი „კარლსრუესა“ და „ვეენს“ შორის 2:2 დასრულდა.

36-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან გრძელი გასწვრივი ჩაწოდება გაკეთდა, ბუდუ მეკარის შორეულ საჯარიმოში დახვდა ბურთს და ცარიელ კარში შეაგდო, რადგან მეკარეს კარი დატოვებული ჰქონდა ბურთის ჩასაჭრელად.

ჩვენიანს მანამდე კიდევ ჰქონდა კარგი შანსი. მეკარის საჯარიმოს ხაზთან ხელს თითქმის არ უშლიდნენ, თავით დაარტყა ახლო მანძილიდან, მაგრამ არ გამოუვიდა ძლიერად და ზუსტად და ბურთი მოედანს მიღმა გაგორდა.

ბუდუ ზივზივაძემ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონატში შვიდი გოლი მოუგროვდა.

ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში დადებითად შეფასდა: whoscored – 7.5; sofascore – 7.2; flashscore – 7.2.

კარლსრუე – ვეენი 2:2
გოლები: 1:0 ზივზივაძე (35), 1:1 პრტაინი (48), მატანოვიჩი (53), 2:2 პრტაინი (74)

„კარლსრუემ“ ჩემპიონატზე ბოლო 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 28 ქულით მე-7 ადგილზეა და 10 თებერვალს ბრაუნშვაიგში „აინტრახტს“ შეხვდება.
„კარლსრუე“ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეი ოფის ზონას გუნდი შვიდი ქულით ჩამორჩება.

თურქეთში ერთგვარი ქართული შეხვედრა არ შედგა. გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორი“ შეხვდა შოთა არველაძის გაწვრთნილ „ქარაგიუმრუქს“ – 3:1 მასპინძლებმა მოიგეს. აბურჯანია განაცხადში არ ყოფილა. „ჰათაისფორი“ 4 ქულით უსწრებს „ქარაგიუმრუქს“ და ისიც სახიფათო ზონაშია.

ავსტრიაში თასის 1/4 ფინალი გაიმართა. „შტურმმა“ 2:0 დაამარცხა „აუსტრია“ და ნახევარფინალში გავიდა. ოთარ კიტეიშვილმა მერვე დამატებულ წუთამდე ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბურჯანაძე ისევ MVP გახდა, მისმა გუნდმა სტუმრად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო

რამდენიმე ჩამოურიგა პრემიერლიგამ კლუბებს: სიტი აქაც პირველია