იტალიურმა Corriere dello Sport და Delphlyx-მა აიღეს და ევროპის 9 საუკეთესო ჩემპიონატიდან 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.
ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რაც კიდევ ერთი დამატებითი საბაბია საამაყოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიის პირველობიდან ჩვენიანი ერთადერთია.
ამ სიმბოლურშია „სიტის“ სუპერფორვარდი ერლინგ ჰოლანდიც.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings