საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას “ანორთოსისის” ცენტრალური თავდასხმელი ნიკა კაჭარავა შესაძლოა თბილისის “დინამოში” აღმოჩნდეს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა და ახლა უკვე კვიპროსული მედიაც წერს ამის შესახებ.
მედიის ცნობით, “ანორთოსისში” არადამაჯერებელი თამაშისა და ცუდი შედეგების გამო კრიზისული სიტუაციაა. წყაროს ცნობით, ქეცბაიას რამდენიმე ფეხბურთელთან კონფლიქტიც აქვს და ერთ-ერთი მათგანი ნიკა კაჭარავაა, რაც ბოლო მატჩებში კაჭარავას მცირე სათამაშო დროით გამოიხატა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იანვარში “ანორთოსისს” ერთი თავდამსხმელი ლაფერტი ტოვებს და გაუშვებს თუ არა ფამაგუსტური კლუბი გუნდიდან მეორე ფორვარდსაც.
შეგახსენებთ, ფამაგუსტას “ანორთოსისს” კონფერენს ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. თემურ ქეცბაიას გუნდი ბელგრადში “პარტიზანს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings