in

კვერნაძის საგოლე პასი და საუკეთესო შეფასება

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეში“ მორიგი კარგი თამაში ჩაატარა და გუნდს „კოზენცასთან“ საშინაო შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 68 წუთი ითამაშა და Flashscore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირველ საპასუხო გოლში, ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და თანაგუნდელს დასარტყმელად დაუგორა.

კვერნაძემ მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა, მის ანგარიშზე ასევე 3 გოლია.

შეფასებები: Flashscore – 7.9 (საუკეთესო ორივე გუნდში); Sofascore – 7.3.

„ფროზინონე“ 37 ქულით მე-12 ადგილზეა, დასრულებამდე 8 ტურია დარჩენილი და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მთავარი ბრძოლები წინ აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძემ ნახევარი საათი ითამაშა, უოტფორდმა კონკურენტთან წააგო

მიქაუტაძე შეცვლაზე შეუშვეს, პასამდე ცოტა დააკლდა, ლიონმა კი კონკურენტი დაამარცხა