„ფროზინონეს“ ქართველმა გიორგი კვერნაძემ დეკემბერში სადებიუტო გოლი გაიტანა სერია B-ში და თან რა გოლი: საკუთარი მოედნიდან წაიღო ბურთი, საჯარიმომდე ჩავიდა და მერე უძლიერესი დარტყმით კუთხეში აუღებლად დაარტყა. „სალერნიტანასთან“ გატანილი ეს დიდებული გოლი დეკემბერში საუკეთესოდ აღიარეს.
„შთამბეჭდავი დრიბლინგი და გოლი, რომელიც უალტერნატივოდ საუკეთესოა. გიორგი კვერნაძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო და დრიბლინგი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. ეს დეკემბრის საუკეთესო გოლია“, – წერია სერია B-ს ოფიციალურ გვერდზე.
კვერნაძის გოლმა აჯობა მორეოს, პომპეტის, ციკონის და მონჩინის.
გულშემატკივრებმა გამოკითხვით უპირატესობა ქართველს მიანიჭეს.
GIPHY App Key not set. Please check settings