in

კვერნაძე შევიდა, გაიტანა და ფროზინონე მომდევნო ეტაპზე გაიყვანა

გიორგი კვერნაძემ ახალი სეზონი გოლით გახსნა: ქართველმა თავდამსხმელმა იტალიის თასზე „მონცას“ გაუტანა და „ფროზინონე“ მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

1/32 ფინალში ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და 59-ე წუთზე შევიდა. გამარჯვების გოლი კი 90+2-ე წუთზე გაიტანა.
თასზე შემდეგი მეტოქე სერია A-ს ბინადარი “კალიარია”.

სერია B-ს პირველ შეხვედრაში „ფროზინონე“ 24 აგვისტოს „აველინოს“ უმასპინძლებს.

იმედია, კვერნაძე, ბოლოს და ბოლოს, დაიმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფროზინონემ“ გასვლაზე „მონცას“ 1:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მონცა – ფრიზინონე 0:1
გოლი: კვერნაძე (90+2)
გაძევება: განვულა (90+11, მონცა)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა შეცვლაზე ცოტა ათამაშეს, გადახალისებულმა პსჟ-მ მაინც მოიგო

წიტაიშვილმა ლიგა 1-ის სადებიუტო მატჩი სრულად ითამაშა, მეცმა ბოლოსკენ წააგო