ავსტრიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ვენაში „აუსტრიას“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები: sofascore – 6.3, flashscore – 5.8.
გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ წარმატებულ სერიას განაგრძობს, „პესკარას“ ესტუმრა, 2:1 მოუგო და 34 ქულით სერია B-ს ერთპიროვნული ლიდერია. კვერნაძემ 74 წუთი ითამაშა. შეფასებები: sofascore – 6.2, flashscore – 5.8.
სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ სანდრო ნარიმანიძის „ჟილინა“ 3:2 დაამარცხა. კაშიამ სრულად ითამაშა, ნარიმანიძე კი სათადარიგო იყო.
მეორე ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ გელზენკირხენში „შალკეს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:1. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასებები: whoscored – 6.5, sofascore – 6.4, flashscore – 6.2.
ბუნდესლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ერთ-ერთ ლიდერს, „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და დამარცხდა – 1:4. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ უკვე შესვენებაზე შეცვალეს.
„ზანკტ-პაულიმ“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ 2:1 მოუგო. ქართველი თავდამსხმელი მუხლის ტრავმის გამო 22 ნოემბრის შემდეგ არ თამაშობს.
სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ შინ „ნაპოლის“ 1:0 მოოუგო. ჩვენიანმა 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა, ოღონდ სულ ცოტა ხნით, 90+4-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბოსნიის ჩემპიონატში მოქმედი ჩემპიონი „ზრინსკი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და 29 ქულით მე-3 ადგილზეა. გულიაშვილმა სრულად ითამაშა.
პორტუგალიაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ოთარ მამაგეიშვილის „ფამალიკაომ“ ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:0. მამაგეიშვილს არ უთამაშია, ლომინაძე კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა.
ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში ლუკა გაგნიძის „გრანადა“ ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრა და დამარცხდა – 0:1. ქართველ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია.
იური ტაბატაძის „კადისმა“ ერთ-ერთი აუტსაიდერ „სარაგოსას“ გასვლაზე მოუგო – 2:1. ტაბატაძეს ზედიზედ მეორე მატჩია არ უთამაშია.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ილია ბერიაშვილის ბუდაპეშტის მტკ-სა და გიორგი ბერიძის და დავით კობოურის „უიპეშტს“ შორის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 4:3 დასრულდა – სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალისა“ და „ლევანტეს“ მატჩი გადაიდო, რისი მიზეზიც უამინდობა (ვალენსიის რეგიონში უხვი ნალექი) გახდა.



GIPHY App Key not set. Please check settings