in

კვერნაძე ვერონაში?

იტალიის სერია A-ს კლუბი „ვერონა“ „ფროზინონესა“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის გადაბირებით დაინტერესდა, — ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Ciociariaoggi ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ფროზინონეს“ პრეზიდენტი მაურიციო სტირპე და სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოძი 25 ივნისს შეხვდებიან და გუნდის საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ. „ყვითელ-ლურჯებმა“ სატრანსფერო ბაზარზე უკვე დაიწყეს აქტიური მოქმედება.

როგორც გამოცემა წერს, „ვერონამ“ ინფორმაცია მოითხოვა გარემარბის შესახებ, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. კვერნაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა პოლონეთის წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრებმა მატჩი 2:1 მოიგო.

სავარაუდოდ, გიორგი კვერნაძის მომავალს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩები გადაწყვეტს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომა, ლაციო, ფიორენტინა… გოგლიჩიძით იტალიური გუნდები დაინტერესდნენ

ეს რა იყო: საქართველომ საფრანგეთთან ბოლო წამებზე წააგო